Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტი:''' კაი ყმა- მთისა არწივი '' .

პროექტის სახელწოდება: '' კაი ყმა, მთისა  არწივი ''.

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა:პროექტი მოსწავლეებს  დაეხმარება  ცოდნის  მიღებასა  და  უნარ-ჩვევების  დაუფლებაში.


პროექტის მიზნები: მთავარი მიზანი ამ პროექტისა,რომელზეც მოსწავლეები ამახვილებენ          ყურადღებას, არის ინფორმაციის  მოძიება, ცოდნის  მიღებაზე ინტერესის გაძლიერება,  კომუნიკაბელურობის  გამომუშავება, ჩართულობა.

მონაწილეთა ასაკი: 15  წლის ასაკი.

ვადები/ხანგრძლივობა:  1- 1,5  თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდებათ  თავიანთი დამოკიდებულებები ადამიანური და ჰუმანური  ღირებულებების მიმართ,ხელი შეეწყობათ  პატრიოტული გრძნობის  გაღვივებაში, მიეჩვევიან  დამოუკიდებლად  მასალის  მოძიებას,და  ყველაფერ ამაში  მთელი   კლასი  ერთვება. მოპოვებულ  ინფორმაციებს  განვათავსებთ  ბლოგზე.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  მხატვრული  ლიტერატურა, საინფორმაციო მასალა / პერიოდიკა, ისტორიული წყაროები, კომპიუტერი, ფოტო და აუდიომასალა, ექსკურსია.
პროექტის  მსვლელობა:  სასწავლო  პროექტი  შედგება  რამდენიმე  საფეხურისაგან:  პირველ  რიგში  შეირჩევა  თემა.  ამის  შემდეგ  ხდება  შესაბამისი  კითხვების  ჩამოყალიბება. ჩამოყალიბება  ხდება  ასევე  საპროექტო  ჯგუფისა, რაშიც  მოსწავლეებს  მასწავლებელი  დაეხმარება. მოსწავლეები  ადგენენ  გეგმას (შესაძლოა,  ეს  გეგმა  რამდენიმე  საკითხის  გარშემო  გაიშალოს,მაგ.ვაჟა-ფშაველას  მოღვაწეობა  თეთრიწყაროს  რაიონის  სოფელ  დიდთონეთში მასწავლებლად). მოსწავლეები  იწყებენ  მასალის  მოძიებას (ბიოგრაფია, შემოქმედება,ნაწარმოებები). ამის შემდეგ  იწყებენ  პრეზენტაციას.

შეფასების  საგანი  და  პროცედურები: მას  შემდეგ,რაც  შევქმნით  მოსწავლეთა  განმავითარებელ  შეფასების  რუბრიკას, მოსწავლეებს  ვანიჭებთ  d( დაბალ),c(საშუალო), b( კარგ) და a( საუკეთესო) ქულებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები განიხილავენ  ეპოქის  შესახებ  მათთვის  ნაცნობ და  საინტერესო  ინფორმაციას,  იყენებენ  ჩანაწერებს.აყალიბებენ  საკითხებს. გამოიყენებენ  კომპიუტერს  ინფორმაციების  სანდოობის  თვალსაზრისით.სარგებლობენ  ბიბლიოთეკით  და  არჩევენ  ლიტერატურას.წერენ  ესეს,რა  დროსაც  იყენებენ  ფუნქციურ  სტილს.ასევე  ირჩევენ   სასაუბრო-სამეცნიერო  და  მხატვრულ  ენას. გუნდური  განაწილების  პრინციპით  ამზადებენ  საკითხს.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  მანანა  ხუციშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananaxuciSvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mananaxucishvili. blogspot.com

1 comment: